ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე, კომენდანტის საათის დარღვევისთვის, 2000 ლარით დააჯარიმეს

ნამახვანჰესის საწინააღდეგო აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს. აქციის მონაწილეები ღამეს კარავში ათენებდნენ.

ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების ხელისშეშლის მიზნით, დემონსტრანტები რამდენიმე კვირაა კარვებში მორიგეობით ღამეს ათენებენ.

დაჯარიმებული აქციის მონაწილეების განცხადებით, ზოგიერთი მათგანი ღამეს კარავში ათვდა, ზოგი კი მანქანებში, როდესაც პოლიცია მოვიდა, იძულებით გარეთ გადაყვანეს და ჯარიმა დაუწერეს.

უკვე ხუთ თვეზე მეტია, რაც ნამოხვანში პროტესტი გრძელდება. იმ ტერიტორიაზე, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, მოსამზადებელი სამუშაოები დღეს განახლდა. "ნამახვანჰესის" დირექტორი მერაბ ლომინაძე აცხადებს, რომ საბოლოო დასკვნამდე ძირითადი ობიექტების მშენებლობა არ იგეგმება.

"ჰესის" პროექტის ინვესტორი კომპანია "ენკას" წარმომადგენლები დილიდან რიონის ხეობის მოსახლეობას ხვდებოდნენ, თუმცა წინსვლა ამჯერადაც არ არის - პროექტზე საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება.

დღეს აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. დაპირსიპირების დროს პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა. ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებს დღეს ომბუდსმენიც შეხვდა.

შს სამინისტრომ დღეს უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით შეზღუდა.