კორონავირუსის გამო, საფრანგეთში კვლავ ,,კომენდანტის საათი" ამოქმედდა

კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთში კვლავ ,,კომენდანტის საათი" ამოქმედდა.

BBC-ის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთში გადაადგილების შეზღუდვა უკვე მესამედ ამოქმედდა.

გადაადგილება საღამოს 19:00-დან დილის 06:00 საათამდე აკრძალული იქნება. ამასთანავე, დაიხურა სკოლები და მაღაზიები.

გარდა ,,კომენდანტის საათის" დროს მოქმედი აკრძალვისა, მოსახლეობას სპეციალური საშვი დასჭირდება იმ შემთხვევისთვის, თუ 10 კილომეტრზე დიდ მანძილზე გადაადგილდება.

საფრანგეთში კორონავირუსი უკვე 4.74 მილიონ ადამიანს დაუდგინდა, 96 000 მეტი ინფიცირებული ვირუსს ემსხვერპლა.