გამოცემა Therecord-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა Facebook-ის 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს და ინტერნეტში გაავრცელეს.
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოხვდა საქართველოდან 95 193-ზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემებიც.
როგორც ცნობილია, საქმე ეხება 106 ქვეყნის მოქალაქეებს. მათ შორის არის აშშ-ის 32 მილიონი მოქალაქის, ასევე 11 მილიონი ბრიტანელი მომხმარებლისა და ინდოეთის ექვსი მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემები.
Facebook-ში აცხადებენ, რომ ჰაკერებმა ეს ინფორმაცია სავარაუდოდ ორი წლის წინ მოიპარეს, როდესაც სოციალურ ქსელში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზები აღმოაჩინეს.