რიონის ხეობაში სპეცრაზმი და პოლიციის დანაყოფებია მობილიზებული

სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დანაყოფები რიონის ხეობაში, გუმათის დასახლებაში არიან მობილიზებული.

დღეს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს აქცია აქვთ დაგეგმილი. მოქალაქეები ადგილზე უკვე იკრიბებიან, მათ ნაწილს ფეხით უწევს გადაადგილება.

ადგილზე მოძრაობა შეფერხებულია და სამართალდამცველები მოქალაქეებს რიონის ხეობაში არ უშვებენ.

შეგახსენებთ, ჰესის მოწინააღმდეგეები გუშინ ღამით პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა.