რომის პაპმა აღდგომის დღესასწაულის წინ გამართული ღვთისმსახურების დროს იმედი გამოთქვა, რომ „პანდემიის ბნელი დრო დასრულდება და ხალხი ყოველდღიურ ცხოვრების მადლს კვლავ აღმოაჩენს“.
მან მოუწოდა მორწმუნეებს, იზრუნონ იმ ადამიანებზე, ვისაც დღეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
„პანდემიის ამ ბნელ თვეებში მოდით, მოვუსმინოთ ღმერთს, რომელიც ყველაფრის თავიდან დაწყებას გვთავაზობს და მოგვიწოდებს, არასდროს დავკარგოთ იმედი“, – განაცხადა ქადაგების დროს პაპმა ფრანცისკემ.
კათოლიკურმა აღდგომამ ვატიკანში პრაქტიკულად მრევლის გარეშე ჩაიარა. წმინდა პეტრეს ტაძარში მორწმუნეებისთვის განკუთვნილი სავარძლები ცარიელი იყო.
ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
პონტიფიკოსის ქადაგება შედარებით ადრე დაიწყო, რათა მოქალაქეებს რომში მოქმედი კომენდანტის საათი არ დაერღვიათ.