დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, ქვეყანაში კორონავირუსის საყოველთაო გავრცელება დაიწყოს.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, ქვეყანაში ე.წ. კლასტერული გავრცელებაა დაწყებული. კლასტერები გამოკვეთილია სამეგრელოში, გურიაში, შიდა ქართლში.
,,დაიწყო ე.წ კლასტერული გავრცელება, ჩამოყალიბებული კლასტერები გვაქვს, გურიაში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ეს ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება ქვეყანაში. შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა, რამაც შეიძლება დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში,"- განაცხადა გამყრელიძემ.