რუსთავის საკრებულოს წევრი დაჭრეს

რუსთავში საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი მღებრიშვილი საკუთარ ეზოში დაჭრეს. მას ჭრილობა ბასრი საგნით ფეხის არეში აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.