The Washington Post-ის ინფორმაციით, იორდანიის პრინცი ჰამზან ბენ ჰუსეინი შინაპატიმრობაშია.
გამოცემის ინფორმაციით, იორდანიაში მეფე აბდალა მეორეს წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით 20 ადამიანი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, შეთქმულებაში მეფის ნათესავები, იორდანული ტომების ლიდერები და ქვეყნის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დაკავებულთან შორის სამეფო ოჯახის წევრი შერიფ ჰასან ბენ ზაიდი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ბასემ ავადალა არიან. იორდანიის სამხედრო ძალებმა დაპატიმრების ფაქტები დაადასტურეს.
ამასთან, შინაპატიმრობაში იმყოფება პრინცი და მეფის ძმა ჰამზა ბენ ჰუსეინი. მან ადვოკატის დახმარებით BBC News-ს ვიდეო გადასცა, რომელშიც აზუსტებს, რომ მას სახლიდან გასვლა და სხვებთან ურთიერთობა აუკრძალეს, შეუზღუდეს ტელეფონითა და ინტერნეტით სარგებლობა და დაცვა მოუხსნეს. BBC-ში აცხადებენ, რომ შინაპატიმრობაში მისი დედა და იორდანიის ყოფილი დედოფალი ნურიც იმყოფება.