გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

გურამ დოჩანაშვილს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. მწერალს სამშაბათს, 6 აპრილს დაასაფლავებენ.

დოჩანაშვილს, მისივე სურვილით, შვილის, ირაკლი დოჩანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

ცნობისთვის, გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში 3 აპრილს გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მწერალი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.