რუსთავის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

რუსთავის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი მღებრიშვილის დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი, 34 წლის მამაკაცი დააკავა.

დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა დაპირისპირება, რის შემდეგაც ეჭვმიტანილმა საკრებულოს წევრს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა და მიიმალა. მღებრიშვილი ფეხის არეში დაიჭრა. დაშავებულს ფეხზე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.ინციდენტი რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, დაპირისპირება კორუპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილ უთანხმოებას მოჰყვა. "ნაციონალურ მოძრაობის" მტკიცებით კი დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო. რასაც კატეგორიულად უარყოფენ რუსთავის საკრებულოში.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს