ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო აქტიურად ეკონტაქტება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ელოდება, თუ როდის გაივლის SINOPHARM-ის ვაქცინა ავტორიზაციას, რის შემდეგაც, საქართველო მის გამოყენებას დაიწყებს.
ჯანმო-მ SINOPHARM-ის ვაქცინა აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაარეგისტრიროს.
მინისტრის თქმით, SINOPHARM-ის ვაქცინით უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდობაზე კითხვები არ ისმის.
"შაბათს ძალიან მნიშვნელოვანი ტვირთი მივიღეთ, რომელსაც ყველა ძალიან ველოდით.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს მიმოწერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით საქართველოში შესაძლებელი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უნგრეთის სახელმწიფოს, ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ამ ქვეყნის მკაცრი მარეგულირებლის მიერაა „სინოფარმი“ აღიარებული და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის საქართველოშიც შემოგვეტანა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახელმწიფოს გაწეული თანამშრომლობისთვის. ასევე, მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენს ელჩებს. დიდია შრომა, რომელიც საქართველოს ჩინური ვაქცინის მისაღებად დასჭირდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საქართველომ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა გასულ კვირას მიიღო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, SINOPHARM-ს 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს: