კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოში 658 000 000 მილიონი ადამიანი არის ვაქცინირებული.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი იცრება.
გამყრელიძემ ბრიფინგზე დაასახელა ის ქვეყნები, რომლებიც ვაქცინაციის გზაზე მოწინავე პოზიციებს იკავებენ:
1. ამერიკის შეერთებული შტატები 165 000 000 ვაქცინირებული;
2. ჩინეთი 136 000 000 ვაქცინირებული;
3. ევროკავშირი 79 000 000 ვაქცინირებული;
4. ინდოეთი 75 000 000 ვაქცინირებული;
5. გაერთიანებული სამეფო 37 000 000 ვაქცინირებული;