უკრაინის საპატიო პატრიარქს ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ჰოსპიტალიზებულია.
კიევის ყოფილი მიტროპოლიტის დაინფიცირება დაადასტურა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურმა.
"მის უწმინდესობას გეგმიურმა ტესტირებამ Covid-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. მისი უწმინდესობა ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
პატრიარქი ფილარეტი 91 წლისაა.