ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები იმ რეგიონებში დაწესდება, სადაც ამის ეპიდემიოლოგიური საჭიროება იქნება.
„წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება ყველგან, სადაც ეპიდემიოლოგიური საჭიროება გაჩნდება. დღეს ასეთი საჭიროება არის გურიაში და სამეგრელოში.
შიდა ქართლში რამდენიმე ასეთი ადგილია იდენტიფიცირებული. ბოლო 1 კვირაა ზოგიერთ სოფელში შემთხვევების მატებაა, ამ სოფლებში გააქტიურებული ტესტირება მიმდინარეობს, ეს აქტიური პრევენციული ღონისძიებაა, სხვა შეზღუდვაზე ამ ეტაპზე, ამ ლოკაციებზე საუბარი არ არის.
ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომელიც დაწესებულია საკმაოდ ეფექტურია, მთავარია აღსრულების გამკაცრება და მონიტორინგი",-აცხადება გაბუნია.