მე -14 -17 საუკუნეებით დათარიღებული აღორძინების ხანა ევროპული ისტორიის ის პერიოდია, რომელსაც დიდი კულტურული განვითარება ჰქონდა. რენესასნის ეპოქა შედევრების ახალი დაბადება იყო, რომელიც დაიწყო იტალიაში და გავრცელდა მთელს ევროპაში, რამაც დიდი ცვლილებები გამოიწვია ხელოვნებაში და გავლენა მოახდინა დასავლურ ცივილიზაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ რენესანსის პერიოდში უამრავი კულტურული სფერო განვითარდა, ის მაინც ცნობილია ყველაზე დიდი მხატვრული მიღწევებით, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს შემდგომ ევროპულ ხელოვნებაზე.
Europetime მოგიყვებათ რენესანსის 10 ყველაზე ცნობილ მხატვარზე და მათ შედევრებზე.
10. ტინტორეტო - 1518 წლის ოქტომბერი - 1594 წლის 31 მაისი
იტალიელი მხატვარი წარმოშობით ვენეციიდან, რენესანსის პერიოდში ცხოვრობდა. სწორედ ვენეციურმა სკოლამ მისცა სტიმული, რომ ნახატებში ნათელი ფერები და განათების ეფექტები გამოეყენებინა. ვენეციურმა სტილმა დიდი გავლენა მოახდინა დასავლური მხატვრობის შემდგომ განვითარებაზე. ტიციანთან და ვერონეზესთან ერთად, ტინტორეტო იყო ერთ – ერთი სამი ვენეციური გიგანტის წარმომადგენელი, რომელიც აღორძინების ხანაში ცხოვრობდა.
ტინტორეტო ძალიან ინდივიდუალისტი მხატვარი იყო, რომლის ტექნიკა და ხედვა მისი კარიერის განმავლობაში განვითარდა. მისმა ექსპერიმენტებმა სინათლესა და სივრცესთან დაკავშირებით მიაღწია საოცარ ხარისხს მის ნამუშევრებში. ტინტორეტო ითვლება გვიან რენესანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრად.
შედევრი: ბოლო ვახშამი (1594 წე;ო)
9. ტიციანი - 1488/1490 - 1576 წლის 27 აგვისტო
ტიციანი იყო XVI საუკუნის ვენეციური სკოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვარი. ის იყო მრავალმხრივი მხატვარი. ხატავდა პორტრეტებს, ლანდშაფტებს და მითოლოგიური და რელიგიური გმირებს. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ტიციანმა ექსპერიმენტები ჩაატარა მრავალფეროვან ფერწერაში. ტიციანის მიერ ფერების და ხატვის მეთოდების გამოყენებამ, განსაკუთრებით ფუნჯის შეხებამ დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ გვიანი იტალიური რენესანსის მხატვრებზე, არამედ დასავლეთის ხელოვნების მომავალ თაობებზე. მისმა თანამედროვეებმა ტიციანი შეაფასეს, როგორც "მზე მცირე ვარსკვლავების ფონზე". იგი დღესაც ერთ-ერთ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად ითვლება.
შედევრი: ურბინოს ვენერა (1538 წელი)
8. ალბრეხტ დიურერი - 1471 წლის 21 მაისი - 1528 წლის 6 აპრილი
ალბრეხტ დიურერი იყო ბრწყინვალე გერმანელი მხატვარი. მან კარიერა დაიწყო მაიკლ ვოლგემუტის შეგირდად. ჯერ კიდევ ოცდაათი წლის ასაკში დიურერმა სახელი გაითქვა ევროპაში, როგორც ხეზე ჭრის დიდოსტატმა. დიურერი მეგობრობდა მისი დროის უდიდეს იტალიელ მხატვრებთან, მათ შორის რაფაელთან და და ვინჩთან. მის მიერ კლასიკური მოტივების შემოტანამ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანიის რენესანსში. ალბრეხტ დიურერი ითვლება აღორძინების ხანის უდიდეს გერმანელ მხატვრად.
შედევრი: მელენკოლია I (1514 წელი)
7. ჰიერინომუს ბოხი - 1450 - 1516 წლის 9 აგვისტო
ჰოლანდიელი მხატვარი, რომელმაც პირველად დახატა ადამიანისთვის გაუგებარი ინოვაციური არსებები. მისი ხელოვნება ცნობილია იმით, რომ შეიცავს გროტესკულ ადამიანებს, ცხოველებს, მონსტრებსა და ადამიანისთვის უცნობ ფანტასტიკურ არსებებს. დღეს ჰიერონიმუს ბოხი განიხილება, როგორც ხელოვნების სამყაროს ერთ-ერთი პირველი ხედვით გენიოსად და უკიდურესად ინდივიდუალისტ მხატვარად.
შედევრი: მიწიერი სიამოვნების ბაღი (1515)
6. ჯოტო დი ბონდონე - 1267 - 1337 წლის 8 იანვარი
XIV საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიელი მხატვარი, ადრეული რენესანსის პერიოდში. ჯოტომ რევოლუცია მოახდინა დასავლურ ხელოვნებაში იმ დონემდე, რომ მას თითქმის შვიდი საუკუნის განმავლობაში პატივს სცემდნენ, როგორც ევროპული მხატვრობის მამას. ჯოტოს ნახატები ცნობილია იმით, რომ პირველები არიან, ვინც ოსტატურად გამოხატეს ადამიანური ჟესტები, სახეები, მწუხარება და ბუნების ერთგულება. მისი ფრესკული ციკლი სკროვეგნის სამლოცველოზე განიხილება, როგორც რენესანსის უმაღლესი მიღწევა და დასავლეთის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედევრი.
შედევრი: იუდას კოცნა (1306 წელი)
5. სანდრო ბოტიჩელი (1445 - 1510 წლის 17 მაისი)
ბოტიჩელი ადრეული იტალიური რენესანსის უდიდესი ჰუმანისტი მხატვარი იყო. მან ეკუთვნის მითოლოგიური და რელიგიური გმირების ფართო სპექტრი და ასევე რამდენიმე პორტრეტი. ბოტიჩელის მიზანი იყო თავისი ნამუშევრების საშუალებით სილამაზისა და სათნოების აღბეჭდვა. ქალღმერთი ვენერა, რომელიც ამ თვისებებს წარმოადგენს, მის ბევრ ცნობილ ნამუშევარში ჩანს. ბოტიჩელის ხელოვნება ცნობილია ვიზუალური ბრწყინვალებითა და დეკორატიული ხარისხით, რაც არ მოიპოვება აღორძინების ეპოქის მომდევნო მხატვრების ნახატებში.
შედევრი: ვენერას დაბადება (1486)
4. დონატელო (სიცოცხლის ხანგრძლივობა: 1386 - 1466 წლის 13 დეკემბერი)
იტალიელი დონატელო თავის მეგობართან, ცნობილ არქიტექტორ ფილიპო ბრუნელესკისთან ერთად გაემგზავრა რომში და შეისწავლა ძველი რომაული ნანგრევები, რაც მანამდე არც ისე დეტალურად იყო შესწავლილი. დონატელომ და ბრუნელესკიმ დიდი და დიდი გავლენა მოახდინეს რენესანსის ხელოვნებასა და არქიტექტურაზე. დონატელომ განსხვავებული მიმართულება მისცა დასავლურ ქანდაკებას, რომლითაც იგი ჩამოშორდა გავრცელებულ გოთურ სტილს, რომელიც გამოირჩეოდა მრუდე ხაზებითა და გამოხატული სახის გარეშე, კლასიკურ სტილს დრამატული გამოხატულებით და დეტალური რეალიზმით. დონატელო ადრეული რენესანსის წამყვანი მოქანდაკე იყო და მან შექმნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქანდაკებები, მათ შორის ბრინჯაოს დავითი და გატამელატას საცხენოსნო ქანდაკება.
შედევრი: ბრინჯაოს დავითი (1440-იანი წლები)
3. რაფაელი - 1483 წლის 6 აპრილი - 1520 წლის 6 აპრილი
იტალიური რენესანსის მხატვარი, რომელმაც ვიზუალური ხელოვნების მწვერვალს მიაღწია. რაფაელ ურბინო, ლეონარდო და ვინჩისთან და მიქელანჯელოთან ერთად, ქმნის მაღალი რენესანსის დიდოსტატების სამებას. რაფაელი, ალბათ, ყველაზე პოპულარული მხატვარი იყო რენესანსის პერიოდში და XIX საუკუნის ბოლომდეც კი, მის ნამუშევრებს უფრო მეტად სცემდნენ პატივს, ვიდრე სხვა მხატვრებს. იგი ითვლებოდა ისტორიული მხატვრობის საუკეთესო ნიმუშად. მიუხედავად იმისა, რომ მიქელანჯელოსა და ლეონარდოს პოპულარობამ მას შემდეგ აჯობა, რაფაელი დღემდე ითვლება ისტორიაში უდიდეს მხატვრად. ის იყო ემოციის ყველაზე რეალისტურად გამოსახვის დიდოსტატი, რითაც გააცოცხლა ნახატები. მისი მრავალი ნახატი, მათ შორის შედევრი, ათენის სკოლა, რენესანსის ხელოვნების ქვაკუთხედებად ითვლება.
შედევრი: ათენის სკოლა (1511)
2. მიქელანჯელო - 1475 წლის 6 მარტი - 1564 წლის 18 თებერვალი
მას იტალიური რენესანსის გენიოსს უწოდებენ, რომელიც ერთდროულად ნიჭიერი იყო ფერწერაში, არქიტექტურაში, პოეზიასა და ინჟინერიაში. თუმცა, ის პირველ რიგში იყო უდიდესი მოქანდაკე. მას სიცოცხლეშიც კი ღვთიურს უწოდებენ. მისი გარდაცვალების შემდეგ, საუკუნეების მანძილზე ბაძავდნენ ხელოვნები. მიქელანჯელო, ალბათ, ყველაზე გავლენიანი ფიგურაა დასავლეთის ხელოვნების ისტორიაში, რომლის ნამუშევრებმა ფერწერაში, ქანდაკებაში და არქიტექტურაში შეუდარებელი გავლენა მოახდინა ხელოვნების განვითარებაზე. მის მიერ შექმნილი დავითის ქანდაკება დასავლეთში ყველაზე ცნობილია. მისი ფრესკები კი სიქსტეს კაპელაზე მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს. და მისი წმინდა პეტრეს ბაზილიკა არის რენესანსის არქიტექტურის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი.
შედევრი: დავითი (1504)
1. ლეონარდო და ვინჩი - 1452 წლის 15 აპრილი - 1519 წლის 2 მაისი
იტალიელი ხელოვანი, ლეონარდო და ვინჩი იყო რენესანსის იდეალური ადამიანი, უნივერსალური გენიოსი, რომელიც სხვათა შორის იყო მხატვარი, მათემატიკოსი, ინჟინერი, არქიტექტორი, ბოტანიკოსი, მოქანდაკე და ანატომიის სპეციალისტი. ანატომიის, ბოტანიკისა და გეოლოგიის დეტალური ცოდნა დაეხმარა მას ისტორიაში ყველაზე ცნობილი შედევრების შექმნაში. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ხელოვნების სფეროში, მათ შორის იყო სფუმატოს სახელით ცნობილი მხატვრული ტექნიკა, რომლის პიონერადაც ლეონარდო განიხილება. და ვინჩიმ დახატა მონა ლიზა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატი.
შედევრი: მონა ლიზა (1517)