დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსიზე ვაქცინაციის პროცესში, შესაძლოა პედაგოგებიც ჩაერთონ.
„პედაგოგებისა და ბაგა-ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე იმუნიზაციის პროცესში იყო წინა [საკოორდინაციო] საბჭოზე საუბარი. ახლა, როდესაც ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, მეორე საბჭოზე.. ეს გახლავთ ე.წ. ესენციური ჯგუფები, რომელბიც განიხილებოდა ასაკობრივი გაფაროთოების შემდეგ ..ვფიქრობ, რომ მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე და შესაბამისი გადაწყვეტილება გვექნება,“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.