პაკისტანში ანტიტერორისტული სასამართლოს მოსამართლე და მისი ოჯახის სამი წევრი, მეუღლე და ორი შვილი, მოკლეს. ამის შესახებ ქვეყნის პოლიციამ განაცხადა.
მოკლული მოსამართლე აფტაბ აფრიდი და მისი ოჯახი დედაქალაქ ისლამაბადში მიდიოდნენ, როდესაც თავდამსხმელები მათ მანქანას სვაბის რაიონის მახლობლად ჩაუსაფრდნენ.
ინციდენტის შედეგად დაშავდა მოსამართლის დაცვის ორი წევრიც და მძღოლი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა Twitter-ზე დაგმო ინციდენტი და დაარწმუნა ოჯახი, რომ ამ "შემზარავი" ქმედების ჩამდენებს დააპატიმრებენ და "კანონის სრული სიმკაცრით" დაისჯებენია.