ოზურგეთში მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა დედა, მისი შვილები კი დაშავდნენ.
ბავშვები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამაინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.