ამერიკის შეერთებულ შტატებში Сovid19-ის ახალი ტალღა შეიძლება წარმოიქმნას, რომელიც ექსპერტების აზრით, განსხვავებული იქნება ახალგაზრდებისთვის.
СNN-ს ინფორმაციით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს, თუმცა ხალხი ვირუსისგან ჯერ საკმარისად დაცული არ არის და შესაძლოა, ქვეყანა კიდევ ერთი ტალღის დასაწყისში იყოს.
აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აშშ-მ შაბათ-კვირას ვაქცინაციის კუთხით ერთგვარი რეკორდი დაამყარა და ადამიანბმა 24 საათში ვაქცინის 4 მილიონზე მეტი მიიღეს. CDC– ს მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში საშუალოდ დღეში 3 მილიონზე მეტი ადამიანის ვაქცინაცია ხდება.
მათივე მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ჯერჯერობით სრულად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მხოლოდ 18,5% შეადგენს.
ექსპერტები შიშობენ, რომ ევროპის შემდეგ შესაძლოა ამერიკა გახდეს კორონავირუსის მორიგი ტალღის შემოტევის კერა, თუკი შტატები უსაფრთხოების ზომებს არ გააორმაგებს, ვიდრე უფრო მეტი ადამიანის ვაქცინაცია არ ჩატარდება.
ექსპერტების თქმით, ყველაზე ცუდი ის არის, ყველაფერი სწრაფად იცვლება და შეიძლება უბედურება მოჰყვეს ახალგაზრდა ჯგუფებს, რომლებიც ჯერ არ არიან ვაქცინირებულნი.
სხვაობა წინა ტალღებსა და სხვა შესაძლო ტალღებს შორის არის ის, რომ "ახლა ყველაზე მეტად დაზარალებულები სავარაუდოდ ახალგაზრდები იქნებიან", რადგან როგორც ვიცით, Covid-19 ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ასაკობრივ ჯგუფში ახალგაზარდები არ არიან.
CDC– ს თანახმად, 65 წელს ზემოთ ასაკის ამერიკელთა 54% –ზე მეტს ვაქცინაცია ჩაუტარდა, ხოლო ამავე ასაკის 75% –ზე მეტს მიღებული აქვს ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა.
როგორც CNN-თან საუბრისას ერთ-ერთი მედიკოსი აცხადებს, სწორედ 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები არიან შედარებით დაცულნი, მაგრამ ახალგაზრდები დაუცველები არიან.
სპეციალისტების აზრთ, ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია და შესაძლოა უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს, მათ შორის ახალგაზრდებშიც.
როგორ შეუძლია აშშ-ს ინფექციის მორიგი ტალღის აღკვეთა
ექსპერტების თქმით, საგანგაშო გამაფრთხილებელი ნიშნების მიუხედავად, აშშ ამ საკითხის მიმართ არ არის უძლური.
როგორც ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, საჭიროა უსაფრთხოების ზომების გაორმაგება - ნიღბების ტარება, სოციალური დისტანცირება.
მისივე თქმით, სწორედ ახალი ტალღის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო ნიღბების ტარება და ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჯერ პანდემიის პერიოდი დასრულებული არ არის.