საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შემდეგები გამოაქვეყნა.
კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.
კვლევის თაახმად, მომავალ კვირას რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 18% – ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას, 3% – ევროპულ საქართველოს.
სხვა პარტიების შესახებ მონაცემები შემდეგია:
სტრატეგია აღმაშენებელი – 3%'
გირჩი - ზურა ჯაფარიძე – 2%
პატრიოტთა ალიანსი – 2%
ლეიბორისტული პარტია – 2%
მოქალაქეები – 2%ლელო – 1%
სხვა პარტიები – 1%
არცერთი – 10%
არ ვიცი/უარი პასუხზე – 15%