საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 59% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხულთა 30%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 11%-მა კი არ იცის, ან კითხვაზე პასუხი არ აქვს.
აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.