საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 39% არ აიცრება, ხოლო 24% ვაქცინას "რაღაც დროის გასვლის" შემდეგ გაიკეთებს.
კლევის კითხვაზე "მას შემდეგ რაც Covid-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რა იქნება თქვენი გადაწყვეტილება" პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
39% - არ ავიცრები
24% - ავიცრები რაღაც დროის გავსლის შემდეგ
20% - ავიცრები, როგორც კი ვაქცინა ხელისაწვდომი იქნება ჩემთვის
6% - ავიცრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი ან ჩემი დამსაქმებელი აცრას მოითხოვს
1%-ზე ნაკლები - სხვა
12% - არ ვიცი/უარი პასუხზე
კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.