IRI: მოსახლეობის 89%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, 65%-ს გახარია, 54%-ს კალაძე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 89%-ისთვის ყველაზე მოსაწონი ფიგურა პატრიარქი ილია მეორეა. პატრიარქის შემდეგ, გამოკითხულთა 65%-ისთვის ყველაზე მოსაწონი საზოგადო ფიგურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა. მესამე ადგილს კი თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს - 54%.

დავით ბაქრაძე – 52%

ნიკა მელია – 42%

ბიძინა ივანიშვილი – 40%

გიორგი ვაშაძე – 39%

დავით უსუფაშვილი – 36%

არჩილ თალაკვაძე – 33%

ირაკლი კობახიძე – 33%

სალომე ზურაბიშვილი – 31%

გიგი უგულავა – 29%

შალვა ნათელაშვილი – 27%

მამუკა ხაზარაძე – 26%

ალეკო ელისაშვილი – 26%

ლევან ხაბეიშვილი – 24%

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 21%

ირმა ინაშვილი – 21%

ნინო ბურჯანაძე – 20%

ბადრი ჯაფარიძე – 17%

აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.