The Hill: პენტაგონი მზადყოფნაშია, როდესაც რუსეთი აღმოსავლეთ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედებებს აძლიერებს

აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ არქტიკაში რუსეთის მოქმედებების გაქტიურების გამო, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზადყოფნაშია.

გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, გასული ორი კვირის განმავლობაში მოსკოვის მოქმედებების გააქტიურების გამო, პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შტატები იცნობს რუსეთის მოქმედებებს და აღნიშნულ საკითხს სერიოზულად ეკიდება.

თავდაცვის დეპარტამენტი აკვირდება რუსეთის საქმიანობას მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში განახლდა საბრძოლო მოქმედებები მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის.

ამასთანავე, რუსეთის ბომბდამშენებისა და ავიაგამანადგურებლების ფრენის უჩვეულოდ გახშირების გამო, ჩრდილოეთ ატლანტიკის, ჩრდილოეთის ზღვის, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის თავზე, NATO-ს თვითმფრინავები 10-ჯერ აფრინდნენ.

გარდა ამისა, მარტის ბოლოს, სამმა რუსულმა ბირთვულმა სარაკეტო წყალქვეშა ნავმა ერთდროულად გაარღვია ყინულის დიდი მასა არქტიკაზე სამხედრო წვრთნების დროს, რაც ერთგვარად დაკვირვების ობიექტზე ყურადღებას აძლიერებს.

The Hill-ის ცნობით, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა აიძულა აშშ-ს ევროპული სარდლობა მაღალ დონეზე გაეზარდათ მზადყოფნა, ხოლო უკრაინაში ჩატარებულმა აქტივობამ ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების ლიდერები აიძულა უკრაინელ კოლეგებთან და რეგიონის სხვა ლიდერებთან კომუნიკაციისკენ.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი მარკ მილი უკრაინის გენერალური შტაბის უფროსსა და ასევე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს მიმდინარე საკითხებზე ესაუბრა.

ამასთანავე, თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა დაურეკა თავის უკრაინელ კოლეგას და განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების მდგომარეობა. ოსტინმა დაგმო რუსეთის ბოლო დროინდელი ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინაში.

გასულ კვირასვე, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას, ისევე როგორც სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც თქვა, რომ მან განიხილა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან "უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები".

ახალი ადმინისტრაციის ყველა ლიდერმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონი კიევის გვერდით იქნება.

თავის მხრივ რუსეთმა NATO გააფრთხილა, რომ ჯარების განგლაგების შემთხვევაში დაძაბულობა გაიზრდება და მოსკოვი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს.

აშშ-ს ჩრდილოეთ სარდლობის უფროსმა, საჰაერო ძალების გენერალმა კი განაცხადა, რომ მსგავსი პოზიციები გამოწვეულია იმით, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი დაბრუნდნენ "დიდი ძალაუფლების კონკურენციაში", ისევე როგორც ცივი ომის დროს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცის დაცვას ევალება, ალასკის სანაპიროზე რუსეთის სამხედრო ფრენებზე უფრო მეტი რეაგირება მოახდინა, ვიდრე ცივი ომის დასრულების შემდეგ ნებისმიერ წელს.

მოსკოვის საბრძოლო დამოკიდებულება, როგორც ჩანს, 2021 წლამდე გაგრძელდა, რაც პრეზიდენტ ბაიდენს საგარეო პოლიტიკის გამოწვევად მიაჩნდა.

ბაიდენის მკაცრი პოლიტიკის გაგრძელების ნაწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თეთრი სახლის ლიდერის მიერ უკრაინისათვის 125 მილიონ დოლარიანი უსაფრთხოების დახმარების დამტკიცება, რათა დაეცვა საზღვრების რუსეთისგან.

გაირკვევა, გაძლიერდება თუ არა საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში ან როგორ ირეაგირებს NATO, მაგრამ პენტაგონმა განმარტა, რომ ის უკვე მზადყოფნაშია.