საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელ ქვეყანას მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად, გამოკითხულთა 69 % ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებ, 54% ევროკავშირს, 23% უკრაინას, 17% აზერბაიჯანს, ხოლო 13% თურქეთს.
ამასთან, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად გამოკითხულთა 55% ასახელებს აშშ-ს, 39% ევროკავშირს, 29% თურქეთს, 21% უკრაინას, 21% აზერბაიჯანს.
კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.