IRI: მოსახლეობის 88% თვლის, რომ საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოქვეყნა.

კვლევის მიხედვით მოსახლეობის 88% თვლის, რომ საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, 7%-ის აზრით – აზერბაიჯანი.

სხვა ქვეყნების შესახებ მონაცემები შემდეგია:

თურქეთი - 7%

აშშ - 5%

ირანი - 4%

სომხეთი - 3%

ჩინეთი - 2%

უკრაინა - 1%-ზე ნაკლები

ევროკავშირი - 1%-ზე ნაკლები

არცერთი - 1%-ზე ნაკლები

არ ვიცი/უარი პასუხზე - 3%

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.