ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობებისა და მეწყერის შედაგად მინიმუმ 113 ადამიანი დაიღუპა . ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მხოლოდ ინდონეზიაში 86 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.
ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მხსვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
კოკისპირულმა წვიმებმა კაშხლები აავსო, რამაც ათასობით სახლი დატბორა. სტიქიით დაზარალებული ტერიტორია აღმოსავლეთ ინდონეზიაში, ფლორესის კუნძულიდან აღმოსავლეთ ტიმორამდეა გადაჭიმული.
"ტალახი და ექსტრემალური ამინდი სერიოზულ გამოწვევად იქცა. ნარჩენების დაგროვებამ ხელი შეუშალა სამძებრო-სამაშველო ჯგუფს,” - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინდონეზიის კატასტროფების შემცირების სააგენტოს სპიკერმა განუცხადა.
უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეულობით ადამიანი ევაკუირებულია, თუმცა მრავალი მათგანი ისევ საკუთარ სახლებში რჩება, მათ წამლები, საკვები და საბნები სჭირდებათ.