გაუქმდეს კომენდანტი! - ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები აქცია - მსვლელობას მართავენ

გაუქმდეს კომენდანტი! დასრულდეს ძალადობა! - ბათუმში მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქცია - მსვლელობას მართავენ და კომენდანტის საათს დემონსტრაციულად არღვევენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობას მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისიდან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსკენ აწყობენ, სადაც აქციას გამართავენ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.