საბერძნეთი საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს 19 აპრილამდე, შიდა ფრენებზე კი 12 აპრილამდე აგრძელებს

საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა რომ შეზღუდვებს შიდა ფრენებზე 12 აპრილამდე, საერთაშორისო ფრენებზე კი 19 აპრილამდე აგრძელებს, , რადგან ქვეყანაში COVID-19 ინფექციების რიცხვი იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეზღუდვების თანახმად, ყველა მგზავრი ვალდებული იქნება, საბერძნეთში ჩასვლისას თან იქონიოს 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და ადგილზეც გაიკეთონ სწრაფი ტესტი.

უცხოელი ტურისტები ვალდებული იქნებიან, 7-დღიანი კარანტინი გაიარონ, გამონაკლისს წარმოადგენენ ისრაელის მოქალაქები.

ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც სრულად იქნებიან აცრილნი მოგზაურობამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის შესახებ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, არ დასჭირდებათ კარანტინი.

ამასთან, საბერძნეთს შეჩერებული აქვს საერთაშორისო რეისები არაევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, გამონაკლისს წარმოადგენს 10 ქვეყანა,მათ შორის დიდი ბრიტანეთი.

შიდა ფრენები დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის.