კოსოვოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტი აირჩია

კოსოვოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად 38 წლის ვიოსა ოსმანი აირჩია.

ოსმანი კენჭისყრის მესამე ტურში 71 ხმით აირჩიეს. კენჭისყრაში 82-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ 11 ბიულეტენი გაუქმდა.

„კოსოვოს პარლამენტმა ქალბატონი ვიოსა ოსმანი კოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია. ვიოსა ოსმანი კოსოვოს პრეზიდენტის მოვალეობებს 5-წლიანი ვადით შეასრულებს“, - ნათქვამია კოსოვოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხახებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.