მერაბ ნინიძე ახალ გერმანულ სერიალში გადაიღეს

ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე გერმანული ტელეარხი ZDF-ის მინისერიალში „ექიმი ბალუზი“ მთავარ, ექიმის როლს თამაშობს. 6-სერიანი დრამის პრემიერა 1 აპრილს შედგა.

ქართველი მსახიობი არაერთ ცნობილ ფილმსა და ტელესერიალში თამაშობდა. ოსკარის მფლობელი ფილმი „არსად აფრიკაში“ მის კარიერაში შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი გარდამტეხი აღმოჩნდა, სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა.

კანის საიუბილეო 70-ე კინოფესტივალზე იყო წარდგენილი კიდევ ერთი ფილმი „იუპიტერის მთვარე“ სადაც ნინიძემ ასევე მთავარ როლი შეასრულა.

მთავარი როლი ითამაშა „ემის“ ჯილდოლს მფლობელ ტელესერიალ Mcmafia-შიც მერაბ ნინიძე ასევე გამოჩნდა ყველაზე გაუხმაურებულ სერიალის Homeland -ის ბოლო სეზონშიც. სულ ცოტა ხნის წინ გადაიღეს კიდევ ერთ ახალ სერიალში, სადაც პარტნიორობას უწევდა ცნობილ მსახიობს, ბენედიქტ კამბერბეტჩის

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინც ედუარდის როლი ითამაშა. 1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ის ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.