ფილიპინელი მამაკაცი, რომელიც კარანტინის დარღვევის გამო, პოლიციამ 300 ბუქნით დასაჯა, გარდაიცვალა

ფილიპინელ მოქალაქეს, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა, კარანტინის წესების დარღვევის გამო, 28 წლის მამაკაცს, 300-ჯერ "ჩაჯდომის" ე.წ ბუქნის ვარჯიში მიუსაჯა. პოლიციელებმა მას, სასჯელის შესრულება ქალაქის მერიის შენობის წინ აიძულეს. მეორე დღეს კი 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას The guardian-ი ავრცელებს. შემთხვევა პროვინცია კავიტეში მოხდა.

ფილიპინებში კომენდანტის საათი 18:00 -დან დილის 06:00 საათამდე მოქმედებს. დაღუპული იმ კონკრეტულ დღეს, ქალაქ ტრიასის მერიის შენობის წინ, წყალს ყიდიდა 18:00 საათის შემდეგ, რის გამოც ადგილობრივმა პოლიციელებმა ის აღნიშნული ფორმით დასაჯეს. გარდაცვლილის, დარენ მანაოგ პენარედონდოს, ახლობლების განცხადებით, სასჯელის შემდეგ, მამაკაცმა სიარული ვეღარ შეძლო და რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის მტკიცებით, რეგულაციების დარღვევის გამო, პოლიციის ოფიცრები სასჯელის მსგავს მეთოდებს არ მიმართავენ და მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლებიან. ამიტომ ამ კონკრეტულ ფაქტს მკაცრად გამოიძიებენ. ქალაქ ტრიასის მერი ანტონიო ფერერი, მომხდარზე გამოძიების დაწყებას ადასტურებს.