ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება
„ზოგადად, ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, უკიდურესი აუცილებლობა თუ არ დადგა, ვეცდებით, დიდხანს შევინარჩუნოთ. ეპიდემიის გავრცელების რისკი მაღალია, თუმცა ბაღების და სკოლების დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან რთულია, ამდენად ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე“, – განაცხადა გაბუნიამ.