ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მესამე ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა ტექნიკურად მზადაა, თუმცა დიდი დატვირთვის გადატანა სამედიცინო სექტორს გაუჭირდება.
„სისტემა ტექნიკურად მზადაა, თუმცა მორალურად რამდენად გაუძლებს იმას, რაც სისტემამ ნოემბერსა და დეკემბერში გადაიტანა, რთული სათქმელია. ექიმების დატვირთვის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში უკიდურესად მაღალი იყო. საწოლფონდი მზად არის, ასევე მზად არის პირველადი ჯანდაცვა და კოვიდსასტუმროები, მაგრამ მაღალ სტრესულ გარემოს, რომელიც პიკურ პერიოდში გვქონდა, სამედიცინო სფერო, ვფიქრობ, ძალიან რთულად გადაიტანს. გვესმის უკვე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მოწოდება, რომ საზოგადოება ფრთხილად იყოს, რათა შემთხვევების ესკალაცია არ მივიღოთ.
ტექნიკური მზაობა არის, მაგრამ დიდი დატვირთვის გადატანა სამედიცინო სექტორს გაუჭირდება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.