უვადოდ არჩეული ქართველი მოსამართლე აშშ-ში შვილის მოსანახულებლად გაემგზავრა და საცხოვრებლად დარჩა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მაია სვიანაძე, რომელიც მოსამართლის პოსტზე უვადოდ აირჩიეს, აშშ-ში შვილის მოსანახულებლად გაემგზავრა და საცხოვრებლად დარჩა.

სვიანიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გათვაისუფლების მოთხოვნის შესახებ განცხადება, აშშ-დან გამოუგზავნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადასტურებს, რომ მოსამართლე მაია სვიანაძე პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან 5 აპრილს გაათავისუფლეს.

"მაია სვიანაძე უფლებამოსილების შეწყვეტამდე შვებულებაში იმყოფებოდა. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი წლებია შტატების მოქალაქეა და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. მაია სვიანაძის გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის თანამდებობის დატოვების თაობაზე, წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის", - აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

როგორც მედიასთან საუბრისას მოსამართლე მაია სვიანაძე აღნიშნავს, მისი შვილი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს და მას აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების უფლება აქვს.