ჯანმო მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას მხარს არ უჭერს

Reuters-ის ინფორმაციით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას მხარს არ უჭერს.

ჯანმოს პრესპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განმარტა, რომ აღნიშნულის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, აღკვეთს თუ – არა აცრა ვირუსის გადაცემას.

ამას გარდა, მარგარეტ ჰარისის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების Sinopharm-ისა და Sinovac საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცების საკითხს დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის განიხილავს.