საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.
აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR-ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დღეს, კორონავირუსი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დაუდასტურდა.