კამპანია "სპორტი მშვიდობისთვის" ფარგლებში სპორტსმენები სამშვიდობო მესიჯებს გაგზავნიან

დღეს, კამპანია "სპორტი მშვიდობისთვის" საერთაშორისო დღეა. კამპანია "სპორტი მშვიდობისთვის" ფარგლებში, აქტიური სპორტსმენები სამშვიდობო მესიჯებს აჟღერებენ.

სპორტის თითქმის ყველა სფეროდან შეირჩა სპორტსმენი, რომელიც მშვიდობის ერთგვარ სიმბოლოს - ხელთნაკეთ თვითმფრინავს აგზავნის, როგორც სამშვიდობო მესიჯს.

6 აპრილი არის საერთაშორისო დღე „სპორტი მშვიდობისთვის“ და სწორედ ამას მიძღვნა ICA-ს ფოტო-ვიდეო კამპანია.

"ამ კამპანიით ყველას სპორტსმენსა და სპორტის ქომაგს მოვუწოდებთ ჩაერთონ კამპანიაში და გახდნენ მშვიდობის ელჩები. სპორტი მდგრადი განვითარებისა და მშვიდობის ძლიერი ელემენტია და სპორტსმენებს ნამდვილად შეუძლით სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. კამპანიაში ჩართული სპორტსმენები", - აღნიშნულია კამპანიის ორგანიზატორების განცხადებაში.