ვაქცინაციის მეორე დოზის გასაკეთებლად მოქალაქეებმა რეგისტრაცია თავიდან უნდა გაიარონ

ვაქცინაციის მეორე დოზის გასაკეთებლად მოქალაქეებმა რეგისტრაცია თავიდან უნდა გაიარონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, უკვე აცრილი მოქალაქეებისთვის ფანჯარა თავიდან გაიხსნება და რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.

"AstraZeneca-ს შემთხვევაში, ვაქცინაციის მეორე ეტაპი ყველაზე ადრე მოქალაქეებს უწევთ 15 მაისს და ხელახალი რეგისტრაცია იქნება საჭირო, რადგან რიგი თავად უნდა აირჩიოს მოქალაქემ და ჩაეწეროს.

ეს გამოცხადდება კიდეც და რეგისტრაციის პორტალიც გაიხსნება; Pfizer-ის შემთხვევაშიც ასე მოხდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.