სერბეთის პრეზიდენტი ჩინური Sinopharm-ით აიცრა

სერბეთის პრეზიდენტმა, 51 წლის ალექსანდრ ვუჩიჩიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა - Sinopharm-ი საჯაროდ გაიკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

„ვაქცინა მივიღე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადლობა დიდებულ სამედიცინო თანამშრომლებსა და ჩვენს ჩინელ ძმებს“ - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა ვაქცინაციის შემდეგ.