ფინანსური დავალიანების გამო, Pfizer-​მა ისრაელისთვის 700 000 დოზა ვაქცინის გაგზავნა შეაჩერა

Pfizer-​მა ისრაელისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 700 000 დოზის გადაზიდვა შეაჩერა, რადგან ქვეყანამ ფინანსური დავალიანება არ გადაიხდა.

როგორც Insider-ი იტყობინება, Pfizer-​ის თანამშრომლები ისრაელის პოლიტიკურ არასტაბილურობაზე საუბრობენ და "ბანანის რესპუბლიკას" უწოდებენ.

მედიასაშუალება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ Pfizer-​ის ხელმძღვანელებს ეჭვი ეპარებათ, ქვეყანამ პრემიერ ბენიამინ ნეთიანიაჰუს მმართველობით ვალის გადახდა შეძლოს.

ნეთანიაჰუს მთავრობამ მასობრივი ვაქცინაციის კამპანია წამოიწყო მას შემდეგ, რაც მან გადაიხადა პირველი 10 მილიონი ვაქცინისთვის და მომარაგება თებერვალში დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით, 5,27-მა მილიონმა, 16 წლის ზემოთ, უკვე მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო ორივე დოზა მიღებული აქვს 4,84 მილიონ ადამიანს, რაც ვაქცინირებული მოსახლეობის სტატისტიკით მსოფლიო ქვეყნებს შორის Pfizer -ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.