თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ვონ დერ ლეიენს შეხვდა.
მხარეებმა ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობა დიპლომატიურ და ეკონომიკურ ჭრილში განიხილეს.
ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს კონკრეტულ და პოზიტიურ დღის წესრიგს თურქეთთან, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და მიგრაციის სფეროებში.
როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, პრეზიდენტ ერდოღანთან "გულწრფელი დისკუსია" ჰქონდა და ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობები განიხილეს. ვონ დერ ლეიენის თქმით, შეხვედრა მიზნად ისახავს კავშირების "ახალ იმპულსს".
"ანკარაში, ვონ დერ ლეინთან ერთად, მზად ვართ პრეზიდენტ ერდოღანთან ევროკავშირი – თურქეთის ურთიერთობების შესახებ დისკუსია დავიწყოთ. უფრო კონსტრუქციული დღის წესრიგის შესაქმნელად მდგრადი დეესკალაციაა საჭირო." - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.
როგორც ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნესმ ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ მყიფეა. იმისათვის, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდეს, ქვეყანამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უნდა იმუშაოს.
მხარეებმა თურქეთის საბერძნეთსა და კვიპროსთან ურთიერთობაც განიხილეს.