"არ გამოვრიცხავ რომ ჩინური ვაქცინით ავიცრა, არ ავიცრები იმ ვაქცინით, რომ სალაპარაკო გახდეს",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.
"მე, 29 დეკემბერს დამიდასტურდა კოვიდი და ორი კვირა იზოლაციაში გავატარე. შემდეგ ჩვენი რეგულაციით რაც დამტკიცებულია, კოვიდგადატანილების პირველი დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ, შეუძლიათ აცრა. ამიტომ, რომ გავა 120 დღე, ეს გადის თუ არ ვცდები აპრილის ბოლოს, უახლოეს დღეებში გაგაგებინებთ და პირდაპირ ეთერში ავიცრები. არ გამოვრიცხავ რომ ჩინური ვაქცინით ავიცრა, არ ავიცრები იმ ვაქცინით, რომ სალაპარაკო გახდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.