საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი NATO-ში გაწევრიანების პროცესს ართულებს, თუმცა შეჩერება არ შეუძლია. ამის შესახებ უკრანულ გამოცემასთა ინტერვიუში ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, მიღწევადია თუ არა უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ლიეტუვას პრეზიდენტმა უპასუხა: "დიახ, ამის გამო ვითარება რთულია, შემთხვევით არ დაწყებულა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი და მოხდა ყირიმის ანექსია. იგივე ხდება სხვა სახელმწიფოებშიც, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, მე უპირველს ყოვლისა, საქართველოზე ვსაუბრობ. ეს ფაქტორი ართულებს პროცესს, თუმცა მისი შეჩერება მას არ ძალუძს. ამიტომ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა აუცილებელი რეფორმის განხორციელება".
გიტანას ნაუსედამ ინტერვიუში ევროინტეგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს სიმტკიცე და ასოცირებულ პარტნიორებს, კერძოდ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი, რათა მათ წინსვლის მოტივაცია მისცეს.