Facebook-მა "ქართულ მარშთან" დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი, Facebook-ის 34 და Instagram-ის 11 ანგარიში წაშალა

Facebook-მა "ქართულ მარშთან" დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი, Facebook-ის 34 და Instagram-ის 11 ანგარიში წაშალა - კომპანიამ 2021 წლის მარტის ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც კომპანია აცხადებს, 2021 წლის მარტში 11 ქვეყნის 14 ქსელი წაშალეს, რომელთა შორის საქართველოც მოხვდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართული მარშის" წევრებთან და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ქსელი ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშის შემდეგ აღმოაჩინეს.