NATO-ში გაწევრიანება უკრაინის მისწრაფებაა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ალიანსმა უნდა მიიღოს", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა NATO-ში უნდა გაწევრიანდეს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთთან ომი და თუ რა პოზიცია აქვს ჯო ბაიდენს აღნიშნულ საკითხზე, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა:
"გარკვეული დროის განმავლობაში, NATO-ში გაწევრიანება უკრაინის მისწრაფებაა და ჩვენ ამ მისწრაფებას უკრაინასთან განვიხილავთ. მტკიცედ ვუჭერთ მათ მხარს. უკრაინასთან ერთად ვმუშაობთ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ნატომ უნდა მიიღოს", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.