პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია "ნიუჰოსპიტალში" კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი ინტოქსიკაცია და წნევაა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას, ამ წუთებში, სამედიცინო კვლევები უტარდება.
"დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი მალე გამოვალ. კარგად ვარ უკვე", - წერს ელენე ხოშტარია Facebook-ში.