დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna-ს ვაქცინით აცრები დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჰენკოკმა ასევე თქვა, რომ დიდ ბრიტანეთში ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა 31.6-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო, ხოლო 5.4 მილიონი ადამიანი სრულად აცრილია.
„მოხარული ვარ, რომ დღეს დასავლეთ უელსში ვაქცინაციას Moderna-ს ვაქცინით ვიწყებთ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციისთვის Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს იყენებენ, რომელსაც ახლა ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინაც დაემატა.