ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სავარაუდოდ ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურით გადმოსვლას ცდილობდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან მაშველებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. დაღუპულები, სავარაუდოდ ოუკიპრებული აფხაზეთიდან არიან რადგან , ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოთხი ადამიანი დაიკარგა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დამატებით გრძელდება კიდე ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.

როგორც Europetime-ს სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის გარემოებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეტალებს აზუსტებს და მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული სოფელ თაგილონიდან შამგონაში მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლას ცდილობდნენ, რადგან ენგურის ხიდი ჩაკეტილია და საოკუპაციო ძალები ადგილობრივებს, საქართველოსკონტროლირებას ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლებას არ აძლევენ.

სოფელ შამგონას ადგილობრივი მოსახლის თქმით, გალის რაიონიდან, მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პენსიის ასაღებად და მედიკამენტების საყიდლად გადმოდიან. ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო რთული სოციალური პრობლემების წინაშე რჩებიან და მდინარის გადმოლახვის მცდელობისას, საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ.