საფრანგეთი და ესპანეთი ვაქცინაციის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს

საფრანგეთი და ესპანეთი კოვიდინფიცირებულების მატებასთან ერთად, ვაქცინაციის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.

Euronews-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული სტადიონი ,,სტად დე ფრანსი“ ახლა ვაქცინაციის უდიდესი ცენტრია, რადგან კორონავირუსის დასამარცხებლად მოქალაქეების უმეტესობა აქ ჩერდება.

მსოფლიო თასის სტადიონის ცენტრში კვირაში მილიონი ადამიანის აცრა არის შესაძლებელი.

როგორც ცნობილია, ექთნებსა და მეხანძრეებს უნდა შეეძლოთ კვირაში საშუალოდ 10 000 დოზის მიღება.

საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ისინი მიზნად ისახავენ უახლოეს დღეებში 40 – მდე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის გახსნას.

ვაქცინაცია საფრანგეთში ამჟამად მხოლოდ 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ეკუთვნით, გარდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანებისა და სამედიცინო მუშაკებისა.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის კამპანიას ესპანეთშიც აჩქარებენ, რათა აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში აცრილი ადამიანების რაოდენობამ 33 მილიონს მიაღწიოს.

,, ჯერ ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და ეს არის ის, რაც მინდა ვუთხრა საზოგადოებას. ჯერ ვერ დავისვენებთ და ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფრო მეტ თავისუფლებას, ამიტომ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო კორონავირუსის დასამარცხებლად”,- განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.

მისივე თქმით, იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების გახსნაც.